ემანუელი ბიბლიის მუხლები

ესაია 7:14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს.

მათეს 1:22-23
ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა, ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ამბობს: „აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“

ესაია 8:7-10
უფალი მიუგდებს მათ დიდი მდინარის უზღვავ და მქუხარე წყლებს – აშურის მეფეს და მთელ მის ძალას – და აიწევს მისი კალაპოტი, გადმოხეთქავს და წალეკავს მთელ სანაპიროებს. წარღვნასავით მოვა, იუდას წალეკავს, ყელამდე იქნება, ფრთებით დაფარავს მთელს შენს ქვეყანას, ემანუელ!“ აბობოქრდით, ხალხებო, და თრთოდეთ! ყურად იღე, ქვეყნის კიდით-კიდევ! ბრძოლისთვის განემზადეთ და თრთოდეთ! ბრძოლისთვის განემზადეთ და თრთოდეთ! ბჭობდეთ, მაგრამ დაირღვევა თქვენი თათბირი, სიტყვა თქვით, მაგრამ არ შესრულდება, რადგან ჩვენთანაა ღმერთი!

დაბადება 28:15
შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.

გამოსვლა 33:14
თქვა უფალმა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ”.

რიცხვნი 14:9
ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.

2 ნეშტთა 13:12
ახლა, აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები გვიდგანან სათავეში, მქუხარე საყვირებით თქვენს წინააღმდეგ დასაჭექებლად! ისრაელის ძენო, ნუ შეებრძოლებით უფალს, თქვენი მამების ღმერთს, რადგან არ მოგემართებათ ხელი”.

ფსალმუნები 45:7
ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.

ანგია 2:4
ახლა კი განმტკიცდი, ზერუბაბელ – ამბობს უფალი – და გამხნევდი, მღვდელმთავარო იესო, იეჰოცადაკის ძევ; გამაგრდი, ქვეყნის მთელო ხალხო – ამბობს უფალი – იმუშავეთ, რადგან თქვენთან ერთად ვარ – ამბობს ცაბაოთ უფალი.

გამოცხადება 21:3
და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.

ლევიანნი 26:11-12
ჩემს სავანეს დავიდებ თქვენში და არ შეგიძულებთ ჩემი სული. ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.

Close
Close