ეკლესიის დანიშნულება ბიბლიის მუხლები

ლუკას 24:45-49
მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად და უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ერში, იერუსალიმიდან დაწყებული. და თქვენ ხართ ამის მოწამენი. და, აჰა, მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებით.“

საქმეები 1:7-8
უთხრა მათ: „თქვენი საცოდნელი არ არის დროები ან ვადები, რომლებიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“

ეფესელთა 4:11-13
და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად, რათა განამზადოს წმიდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,  ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღმერთის ძის შეცნობას, სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას,

ეფესელთა 6:10-15
და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამა სოფლის ბნელეთის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ აიღეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გასძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, და ფეხშემოსილნი მშვიდობის ხარების მზადყოფნით.

ტიტეს 3:14
ჩვენებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება აუცილებელი საჭიროებისათვის, რათა უნაყოფონი არ დარჩნენ.

რომაელთა 12:6-8
და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული. თუ ეს წინასწარმეტყველებაა – იყოს რწმენის მიხედვით, თუ მსახურებაა – ემსახურე, თუ ეს მოძღვრობის ნიჭია – დამოძღვრე,თუ გამხნევის ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებელის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობელის – ხალისით გაეცი წყალობა.

1 კორინთელთა 16:1-3
რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს და შეინახოს თავისი მონაგებიდან თავისთან, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში.

1 იოანეს 3:16-18
ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სამშვინველი დადო ჩვენთვის და ჩვენც უნდა დავდოთ სამშვინველები ძმათათვის. ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და გულს დახშავს მისთვის, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული? შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.

მათეს 28:19
ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.

1 პეტრეს 4:9-11
იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე. ემსახურეთ ერთმანეთს იმ ნიჭით, რაც მიგიღიათ, როგორც ღმერთის მრავალგვარი მადლის კეთილი მნეები. ვინც ლაპარაკობს, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს. თუ ვინმე მსახურებს, იმსახუროს ღმერთის მიერ მინიჭებული ძალით, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეთი, მას ეკუთვნის დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 ტიმოთეს 4:6
თუ ამას შთააგონებ ძმებს, ქრისტე იესოს კეთილი მსახური იქნები, გამოზრდილი რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი მოძღვრებით, რომელსაც შეუდექი.

იაკობის 5:14-16
არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მასზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს. წამოაყენებს მას უფალი და თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას.

1 ტიმოთეს 5:1-3
ნუ გაკიცხავ მოხუცებულს, არამედ დაარიგე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი – როგორც ძმები, ხნიერი ქალები – როგორც დედები, ყმაწვილქალები – როგორც დები, მთელი სიწმიდით. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.

Close
Close