ეგოტიზმი – ბიბლიური ციტატები

2 თესალონიკელთა 2:3-4
ნურავინ ნუ გაცდუნებთ, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და თაყვანსაცემად. ისე რომ, ღმერთის ტაძარშიც კი დაჯდება და თავს ღმერთად გამოაცხადებს.

2 ტიმოთეს 3:1-5
ეს კი უნდა იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მძიმე ჟამი დადგება, რადგან ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის უყვარულნი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარულნი, ვიდრე ღმერთისა, რომელთაც გარეგნული სახე ღვთისმოსაობისა აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე.

3 იოანეს 3:9-10
მე მივწერე ეკლესიას, მაგრამ დიოტრეფე, მათ შორის პირველობის მსურველი, არ გვიღებს ჩვენ. ამიტომ, თუ მოვალ, შევახსენებ მის საქმეებს, რასაც ის აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის, და ამითაც არ კმაყოფილდება; ძმებს არ იღებს და მსურველებსაც უკრძალავს, და დევნის ეკლესიიდან.

ესთერი 6:6-12
და შევიდა ჰამანი, და ჰკითხა მას მეფემ: რა ვუყოთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს? და გაიფიქრა ჰამანმა გულში: ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემიო? და უთხრა მეფეს: იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს, უბოძონ სამეფო მოსასხამი, რომელიც ემოსა მეფეს, და ცხენი, რომელზეც იგი იჯდა, როცა გვირგვინი უკურთხეს. ხელში მისცენ მოსასხამი და ცხენი მეფის ყველაზე დიდებულ მთავარს; შემოსონ ის კაცი, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს; გაატარონ ცხენით ქალაქის მოედანზე და იყვირონ მის წინაშე: ასე ექცევიან მას, ვისაც მეფე მიაგებსო პატივს! და უბრძანა მეფემ ჰამანს: ახლავე აიღეო მოსასხამი და ცხენი, როგორც თქვი, და ასე მოექეცი მორდექაის, იუდაელს, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლოო შენს ნათქვამს. და აიღო ჰამანმა მოსასხამი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ამხედრებული გაიყვანა ქალაქის მოედანზე და მის წინაშე ყვიროდა: ასე ექცევიან მას, ვისაც მეფე მიაგებსო პატივს! და დაბრუნდა მორდექაი მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი გაეშურა შინისაკენ, დამწუხრებული და თავდაბურული.

საქმეები 8:9-11
ცხოვრობდა ადრიდანვე იმ ქალაქში ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ჯადოქრობით აოცებდა სამარიელ ხალხს და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ღმერთის ძალაა, დიდად წოდებული.“ ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოცებდა მათ ჯადოქრობით.

საქმეები 12:21-23
დაწესებულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო შესამოსელი, დაჯდა ტახტზე და მიმართა მათ. ხალხი კი ღაღადებდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!” უეცრად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა სული განუტევა.

1 მეფეთა 17:8-11
და მოდგა იგი და უკიოდა ისრაელიანთა რაზმებს: „რატომ გამოხვედით საომრად? მე ფილისტიმელთათვის ვიბრძვი, თქვენ კი საულის მონები ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი, ჩამოვიდეს ჩემთან; თუ ის გაიმარჯვებს ჩემთან ბრძოლაში და დამამარცხებს, ჩვენ თქვენი მსახურნი გავხდებით. თუ მე გავიმარჯვებ მასთან ბრძოლაში და დავამარცხებ, თქვენ გაგვიხდებით მონებად და მსახურებად.“ და კვლავ დასძინა ფილისტიმელმა: „სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს! გამომიყვანეთ კაცი ვინმე და გვაბრძოლეთ ერთმანეთთან.“ როცა გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელიანებმა ფილისტიმელის ეს მუქარა, დაფრთხნენ და მეტისმეტად შეშინდნენ.

Close
Close