ძველი გამონათქვამები ბიბლიური ციტატები

ეზეკიელი 16:44
და იტყვის შენზე ყოველი მეიგავე: რაც დედაა, შვილიც ის არისო.

დაბადება 10:9
ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა – ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე!

1 მეფეთა 10:12
და თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: „ვინ არის მათი მამა?” ასე წარმოიშვა ანდაზა: „ნუთუ საულიც წინასწარმეტყველთა შორისააო?”

1 მეფეთა 19:24
გაიძრო სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე; შიშველი იწვა მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს. ამიტომაც ამბობენ: „ნუთუ გაწინასწარმეტყველდაო საულიც?”

1 მეფეთა 24:13
როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტება ბოროტისგან გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.

2 მეფეთა 5:8
ბრძანა იმ დღეს დავითმა: „ვინც იებუსელებს დასცემს, წყლის გვირაბით მიადგეს და მოსრას დავითის მოძულე კოჭლები და ბრმები”. ამიტომ ამბობენ: „ვერ შევლენო სახლში კოჭლები და ბრმები”.

2 მეფეთა 20:18
თქვა დედაკაცმა: „ძველად ამბობდნენ, ვისაც კითხვა სურს, აბელში მოიკითხოსო. ასე წყვეტდნენ საქმეს.

იობი 2:4
მიუგო სატანამ უფალს: „ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერს გაიღებს კაცი;

ეზეკიელი 12:22
„ძეო კაცისავ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე: ისეთი დროც დადგება, როცა ყველა წინასწარმეტყველება გაქარწყლდებაო?

ეზეკიელი 18:2
„რას გულისხმობთ, როცა ისრაელის მიწაზე ანდაზად ამბობთ: მამების ნაჭამმა მკვახე ხილმა შვილებს მოჰკვეთა კბილებიო?

ლუკას 4:23
უთხრა მათ: „თქვენ, უეჭველია, ასეთ ანდაზას მეტყვით: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. აქაც, შენს მშობლიურ ქალაქშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში მოგიხდენია, როგორც გავიგეთ”.

2 პეტრეს 2:22
იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს – საგორაოდ.

იოანეს 4:37
ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი თესავს, მეორე იმკის.

ეზეკიელი 12:23
უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმე ეს ანდაზა, მეტად ვეღარ გამოიყენებენ ისრაელში. უთხარი: მოახლოვდა ჟამი ყოველი წინასწარმეტყველების აღსრულებისა-თქო.

ეზეკიელი 18:3
ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, მეტად ვეღარ იტყვით ამ ანდაზას ისრაელში.

Close
Close