მათე 19:23
იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!
მარკოზი 10:23
იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: “რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა”.
ლუკა 18:25
რადგან აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
ლუკა 18:24
იესომ შეხედა მას და თქვა: “რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღმერთის სამეფოში.
მარკოზი 10:24
მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: “შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
მათე 7:14
რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.