რომაელთა 4:20
და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
დაბადება 31:6
თქვენ იცით, რომ მთელი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს.
დაბადება 49:3
რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და სათავე ჩემი ძალისა, აღმატებულება ღირსებისა და აღმატებულება ძლევამოსილებისა!
მსაჯულნი 6:14
მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: „წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?”
მეორე რჯული 34:7
ას ოცი წლის იყო მოსე, როცა გარდაიცვალა; თვალთ არ დაჰკლებია და ღონე არ გამოსცლია.
იესო ნავეს ძე 14:11
ჯერ კიდევ ძლიერი ვარ, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა; რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საომრად, გასასვლელად და შემოსასვლელად.
2 მეფეთა 3:1
ხანგრძლივი ომი იყო საულისა და დავითის სახლებს შორის. და სულ უფრო ძლიერდებოდა დავითი, ხოლო საულის სახლი უფრო და უფრო სუსტდებოდა.
დანიელი 4:22
შენა ხარ, მეფევ, რომელიც განდიდდი და განმტკიცდი; გაიზარდა შენი სიდიადე და ზეცას მისწვდა, შენი საბრძანებელი ქვეყნის კიდეებამდე გავრცელდა.
დანიელი 11:2
ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: „აჰა, კიდევ სამი მეფე აღდგება სპარსეთში, მეოთხე ყველას გადააჭარბებს თავისი დიდძალი სიმდიდრით; თავისი სიმდიდრით რომ გაძლიერდება, ყველას საბერძნეთის სამეფოს წინააღმდეგ გამოიყვანს.
ლუკა 1:80
ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
საქმეები 9:22
სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და აოგნებდა დამასკოში მცხოვრებ იუდევლებს და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე.