რომაელთა 10:4
ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
ეფესელთა 2:15
თავისი სხეულით გააუქმა მტრობა – მცნებებისა და დებულებების კანონი – რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;
ებრაელთა 10:1
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები.
2 კორინთელთა 3:7-8
ხოლო ქვაზე ასოებით გამოსახული სიკვდილის მსახურება თუ იმდენად დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახისთვის თვალის გასწორება მასზე გადმოსული დიდების გამო, 8 რამდენად უფრო დიადი იქნება სულის მსახურების დიდება?
იოანეს 1:17
ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.
კოლასელთა 2:14
გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
კოლასელთა 2:16-17
ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის. ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი ქრისტესია.
ებრაელთა 7:19
ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.