ფსალმუნები 29:5
რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი – მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი – სიხარულის ყიჟინა.
ფსალმუნები 142:7
მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, ვინაიდან შენ გენდობი. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რადგან შენკენ აღვაპყარ ჩემი სული.
გამოსვლა 16:8
და თქვა მოსემ: „მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა”.
გამოსვლა 16:12
„ვისმინე ისრაელის ძეთა ჩივილი; ასე უთხარი მათ: მწუხრის ჟამს ხორცს შეჭამთ, დილას კი პურით გაძღებით. და გაიგებთ რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
ფსალმუნები 87:13
მე კი უფალო, შენ გევედრები და დილდილობით ჩემი ლოცვა წინ გეგებება.
ფსალმუნები 58:16
მე კი შენს სიძლიერეს ვუმღერებ და დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
ფსალმუნები 89:14
შენი წყალობით გაგვაძღე გარიჟრაჟზე, რათა სიხარულით ვიგალობოთ და ვიმხიარულოთ მთელი ჩვენი დღენი.
მეორე რჯული 28:67
გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.
ფსალმუნები 91:2
დილით შენს სიკეთეს ვაუწყებდეთ და ღამით – შენს ერთგულებას;
ფსალმუნები 54:17
საღამოთი, დილით და შუადღით შევევედრები, შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას.
იგავნი 27:14
თუ ვინმე დილაადრიან ხმამაღლა აკურთხებს თავის მეგობარს – წყევლად ჩაეთვლება ეს.
მიქა 2:1
ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა.
დაბადება 49:27
მტაცებელი მგელია ბენიამინი: დილით ნანადირევს ჭამს და საღამოს ნადავლს იყოფს”.