დიაკვნები – ბიბლიური ციტატები

1 ტიმოთეს 3:8-13
დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარნი, რათა წმიდა სინდისით ინახავდნენ რწმენის საიდუმლოებას. ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და მერე, თუ უბიწონი იქნებიან, იმსახურონ. ასევე მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი. დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი განმგებელი. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთთვის იმზადებენ კეთილ პატივს და დიდ სიმტკიცეს ქრისტე იესოს რწმენაში.

ფილიპელთა 1:1-2
პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც ფილიპეში იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

საქმეები 6:1-6
ამ დღეებში, როცა მომრავლდნენ მოწაფეები, ატყდა გაბერძნებულთა დრტვინვა ებრაელობის წინააღმდეგ, ვინაიდან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება. მაშინ თორმეტმა მოიწვია მოწაფეთა სიმრავლე და უთხრა მათ: „არ შეგვშვენის ღვთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. ამოირჩიეთ ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი, ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი ვიყოთ ლოცვასა და სიტყვის მსახურებაში.” მთელ სიმრავლეს მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენასი და გაიუდევებული ანტიოქიელი ნიკოლოზი. წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ.

იოანეს 12:26
ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.

Close
Close