ესაია 26:3
სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი.
რომაელთა 8:6
რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.
ფსალმუნები 41:11
რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას,- ჩემი სახის განმაცოცხლებელს და ჩემს ღმერთს.
ფსალმუნები 21:9-11
შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე. შენი იმედი მქონდა დედის მუცლიდან; დედის წიაღიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი. ნუ განმშორდები, რადგან ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
ფსალმუნები 29:1
განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და არ გაახარე ჩემზე მტრები.
ფსალმუნები 41:5-6
რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს. დაღვრემილია სული ჩემი; ამიტომ გიხსენებ იორდანეს მიწიდან და ხერმონის მწვერვალებიდან, მიცყარის მთიდან.
2 კორინთელთა 7:6
მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, ნუგეში გვცა ტიტეს მოსვლით.
ფილიპელთა 4:6-8
არაფერზე იზრუნოთ, არამედ მადლობით ყოველ ლოცვასა და ვედრებაში აუწყეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს. და ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში. დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.
ფსალმუნები 138:23
გამომცადე, ღმერთო, და შეიცან ჩემი გული; შემამოწმე და შეიცან ჩემი აზრები.
მსგავსი თემები:
დეპრესია