დედები და ქალიშვილები ბიბლიური ციტატები

ეზეკიელი 16:44-46
და იტყვის შენზე ყოველი მეიგავე: რაც დედაა, შვილიც ის არისო. დედაშენის შვილი ხარ, თავისი ქმარ-შვილი რომ სძულდა; და ხარ შენი დებისა, საკუთარი ქმრები და ძეები რომ სძულდათ; ხეთელია დედაშენი და ამორელია მამაშენი. სამარია შენი უფროსი დაა, ის და მისი ასულნი შენს მარცხნივ რომ მკვიდრობენ, უმცროსი და სოდომია, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს თავის ასულებთან ერთად.

3 იოანეს 1:4
არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.

იოანეს 16:21-22
დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე. ახლა თქვენც დამწუხრებულნი ხართ, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული; და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ”.

ლუკას 12:53
გაიყოფიან, მამა ძის წინააღმდეგ და ძე – მამის წინააღმდეგ; დედა – ასულისა და ასული დედის წინააღმდეგ”.

იგავნი 31:28
დგებიან მისი შვილები და ლოცავენ დედას; ქმარიც დგება და აქებს მას:

იგავნი 20:20
დედ-მამის მაწყევარს უკუნეთ სიბნელეში ჩაუქრება ლამპარი.

2 ტიმოთეს 1:5
მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა;

ლევიანნი 20:17
თუ ვინმემ საკუთარი და შეირთო, თავისი მამის ან დედის ასული და დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე, სიბილწეა; მოიკვეთონ თავისი ხალხის ძეთა თვალთაგან. თავისი დის სიშიშვლე წარმოაჩინა მან: ცოდვა აწევს.

მათეს 10:35
რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისგან, ასული – თავის დედისგან და რძალი – თავის დედამთილისგან.

მიქა 7:6
რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღსდგა, რძალი – დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.


მსგავსი თემები:

მამის მზრუნველობა       მამის მოვალეობები      დედის სიყვარული      დედა

Close
Close