დედამიწის საფუძველი – ბიბლიური ციტატები

ესაია 48:13
ჩემმა ხელმა დააფუძნა დედამიწა, და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა; მე მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.

იგავნი 8:29
როცა ზღვებს წესს უდგენდა, რათა წყლებს არ გადაელახათ ნაპირები, როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა,

იობი 38:4-6
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?  რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,

ფსალმუნები 103:5
დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე.

2 მეფეთა 22:16
გამოჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან.

ესაიას 24:18
შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, და ხაროდან ამოსული მახეში გაებმება; რადგან გახსნილია ცის სარკმელნი და ქვეყნის საფუძვლები ირყევიან.

იერემია 31:37
ასე ამბობს უფალი: თუ გაიზომება მაღლა ცა და დაბლა გამოიკვლევა დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელიანთა მთელს მოდგმას ყოველივე იმის გამო, რაც მათ გააკეთეს, – ამბობს უფალი.

მეორე რჯული 32:22
რადგან ცეცხლი გაჩაღდა ჩემი მრისხანებით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ნთქავს დედამიწას და მის ნაყოფს, და ბუგავს მთათა საფუძვლებს.

ფსალმუნები 17:7
გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და მოვუწოდებდი ჩემს ღმერთს. ისმინა ჩემი ხმა თავისი ტაძრიდან და მის ყურს მისწვდა ჩემი ღაღადი.

მიქა 6:2
ისმინეთ, ბორცვებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს.

ზაქარია 12:1
განაჩენი. სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი, რომელმაც გადაფინა ცა, დაამყარა მიწა და რომელმაც ჩაუდგა სული ადამიანებს მათ წიაღში:

Close
Close