დედამიწა ღმერთის კუთვნილებაა – ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 10:14
უფლის, შენი ღმერთის, არის ცანი და ცანი ცათანი, მიწა და ყოველივე, რაც მასზეა.

ფსალმუნები 23:1
უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისნი.

ფსალმუნები 94:4-5
მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია. მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთიც მის ხელთა ქმნილებაა.

გამოსვლა 9:29
უთხრა მას მოსემ: „ქალაქიდან გასვლისას გავიწვდი ხელებს უფლისაკენ, გრგვინვა დაცხრება და სეტყვა აღარ იქნება, რათა გაიგო, რომ უფლისაა ქვეყანა.

იესო ნავეს ძე 3:13
როდესაც კიდობნის, მთელი ქვეყნის უფლის კიდობნის მტვირთელი მღვდლების ფეხის ტერფები ჩადგებიან იორდანეს წყლებში, წყალი გაიპობა: მათ ქვემოთა წყალი ჩაიწრიტება, ზემოდან მომდინარე წყალი კი შეჩერდება და კედლად შედგება.“

1 მეფეთა 2:8
გლახაკს მიწა-მტვრიდან წამოაყენებს, უპოვარს სანაგვიდან აღამაღლებს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; დიდების ტახტს დაუმკვიდრებს მათ, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძვლები და სამყარო მათზე დაამყარა.

1 ნეშტთა 29:11
შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცასა და მიწაზე! შენია, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად!

ფსალმუნები 46:9
ხალხთა მთავარნი შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად!

ფსალმუნები 88:11
შენია ცანი, დედამიწაც შენია; სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.

1 კორინთელთა 10:26
რადგან „უფლისაა დედამიწა და მთელი მისი სავსება.“

Close
Close