დასაქმება ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 9:25-27
და აჰა, ახლა შენს ხელთა ვართ. როგორც გიჯობდეს და სამართლიანი იყოს შენს თვალში, ჩვენს მიმართ მოქცევა, ისე მოგვექეცი.” და ასე მოექცა იგი მათ: იხსნა ისინი ისრაელის ძეთა ხელიდან, და არ დახოცეს ისინი. და დააყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისათვის და უფლის სამსხვერპლოსათვის დღევანდლამდე, იმ ადგილზე, რომელსაც უფალი ამოირჩევდა.

2 მეფეთა 5:4
ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა, და იმეფა ორმოცი წელი.

ფსალმუნები 89:17
და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.

ფსალმუნები 137:8
უფალი თავის მიზანს აღასრულებს ჩემზე; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვებ ხელთა შენთა ნამოქმედარს.

ეკლესიასტე 3:22
და ვიხილე, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარობდეს ადამიანი თვისი საქმით, რადგან ესაა მისი ხვედრი. რადგან ვინ მიიყვანს მას იმის სანახავად, რაც მის შემდეგ იქნება?

მათეს 9:37-38
მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: “სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.”

ეფესელთა 5:1-2
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.

Close
Close