დარწმუნებული – ბიბლიური ციტატები

ფილიპელთა 1:6
დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა შეასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.

ფილიპელთა 4:13
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.

ებრაელთა 4:16
მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.

მეორე რჯული 31:6
გამაგრდით და გამტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეუდრკებით მათ, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი მოდის შენთან ერთად, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს.

იგავნი 3:26
რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს.

იგავნი 3:5-6
დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.

იოანეს 1:12
ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.

იუდა 1:24
ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე,

2 ტიმოთეს 1:12
ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, ვინაიდან ვიცი, ვისაც ვერწმუნე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.

იოანეს 15:7
თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

რომაელთა 8:28
ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.

ეფესელთა 2:6
მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,

კოლოსელთა 3:3
რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.

საქმეები 1:8
არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.

Close
Close