დანთხეული სისხლის პასუხისმგებლობა ბიბლიის მუხლები

მათეს 23:35
რათა მოგეწიოთ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაქიას ძის სისხლამდე, ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის რომ მოკალით.

მეორე რჯული 19:10
ნუ დაიღვ:რება უდანაშაულო სისხლი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს და შურს იძიებ ჩემი წინასწარმეტყველი მსახურების სისხლისა და უფლის ყველა მსახურის სისხლის გამო.ღმერთი ს:ამკვიდრებლად და ნუ იქნება შენზე სისხლი.

დაბადება 9:5
უსათუოდ მოვიკითხავ თქვენ სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს.

ეზეკიელი 3:20
ხოლო როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, დაბრკოლებას დავუდებ წინ და მოკვდება, რადგან არ გააფრთხილე. თავის ცოდვაში მოკვდება ის და მართალ საქმეებს, მან რომ მოიმოქმედა, აღარ გაიხსენებენ; მის სისხლს კი შენგან მოვიკითხავ.

ეზეკიელი 3:18
როცა ბოროტმოქმედს ვეტყვი: უსათუოდ მოკვდები-მეთქი! მაგრამ შენ არ გააფრთხილებ და არაფერს ეტყვი, რომ თავის ბოროტ გზას ჩამოშორდეს და იცოცხლოს, მოკვდება ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში, ხოლო მის სისხლს შენგან მოვიკითხავ.

დაბადება 9:6
ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.

ლევიანნი 4:14
როდესაც გამომჟღავნდება ცოდვა, რომლითაც შესცოდეს, დაე შესწიროს კრებულმა მოზვერი ცოდვის მსხვერპლად და მიიტანოს იგი საკრებულო კარვის წინ.

იგავნნი 28:17
ადამიანის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე ირბენს. ნურავინ დაეხმარება მას.

ეზეკილი 22:2
„შენ კი, ძეო კაცისავ! განიკითხავ და გაასამართლებ სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე მას მთელი მისი სისაძაგლე!

ეზეკილი 24:9
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, მე გავაღვივებ კოცონს.

ნაუმი 3:1
ვაი, სისხლიან ქალაქს! მთლიანად სიცრუითა და ძალადობით არის სავსე და არ ეშვება მტაცებლობას.

მათეს 27:4
უთხრა: “შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი!”

მათეს 27:6
მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: „არ შეიძლება ამის საგანძურში დადება, რადგან სისხლის საფასურია”.

მათეს 27:25
და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: “ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”.

საქმეები 18:6
მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”.

4 მეფეთა 9:7
შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს და შურს იძიებ ჩემი წინასწარმეტყველი მსახურების სისხლისა და უფლის ყველა მსახურის სისხლის გამო.

ფსალმუნები 78:10
მსახურების დაღვრილი სისხლის გამო შურს იძიებ.

გამოცხადება 6:10
დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის?”

გამოცხადება 19:2
რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.

საქმეები 20:26
ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველა სისხლისგან.

Close
Close