დაბადება 16:6
და უთხრა აბრამმა სარაის: „შენი მხევალი შენს ხელთაა, როგორც გენებოს, ისე მოექეცი.“ და დაუწყო სარაიმ ჩაგვრა ჰაგარს და გაექცა მას ჰაგარი.
დაბადება 31:7
მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.
დაბადება 39:20
და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეს, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.
გამოსვლა 1:13
და ამუშავებდნენ ეგვიპტელნი ისრაელიანებს უმოწყალოდ.
1 მეფეთა 30:12
და უთხრა მას დავითმა: „ვისი ხარ და სადაური?“ თქვა: „ეგვიპტელი ყრმა ვარ, ერთი ყამალეკელის მსახური. მიმატოვა ჩემმა ბატონმა, რადგან მესამე დღეა, ავადა ვარ.