ფსალმუნები 33:7
დაიბანაკებს უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და იხსნის მათ.
ფსალმუნები 120:7
უფალი დაგიცავს ყოველგვარი სიავისგან; ის დაიცავს შენს სულს.
ფსალმუნები 17:10
ქერუბებზე ამხედრდა და გამოფრინდა. ქარის ფრთებით გამოეშურა.
ფსალმუნები 60:3
რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი – მტრისგან დამცველი.
ფსალმუნები 90:11
რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
1 მეფეთა 17:7
მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
1 პეტრეს 1:5
ღვთის ძალით დაცულნო – რწმენის მეშვეობით – ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
ეკლესიასტე 7:12
სიბრძნეც დაგიფარავს და ვერცხლიც, ცოდნის სარგებელი კი ისაა, რომ სიბრძნე სიცოცხლეს ანიჭებს მის მფლობელს.
ფსალმუნები 126:1
თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი.
მეორე რჯული 32:37-39
და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ? ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა – შეგეწიონ და შეგიფარონ! ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
ფსალმუნები 17:2
უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.
იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს”.
2 თესალონიკელთა 3:3
მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.
ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
ესაია 54:17
შენს წინააღმდეგ გამოჭედილი ყოველი იარაღი გაცუდდება და ყოველ ენას, რომელიც ბრალს დაგდებს სამსჯავროზე, შენ დასდებ მსჯავრს. ეს არის უფლის მსახურთა ხვედრი და მათი გამართლება ჩემგან არის! – ამბობს უფალი.
ფსალმუნები 45:1
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.
ფსალმუნები 90:1-3
უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან.
ფსალმუნები 120:7-8
უფალი დაგიცავს ყოველგვარი სიავისგან; ის დაიცავს შენს სულს. უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ახლა და უკუნისამდე.
2 ტიმოთეს 4:18
გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ფსალმუნები 90:11-12
რადგან თავის ანგელოზებს უბრძანებს დაგიცვან ყველა შენს გზაზე. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვას.