იგავნი 17:5
ღარიბის აბუჩად ამგდები მის შემოქმედს დასცინის, მოყვასის უბედურებით გახარებულს სასჯელი არ ასცდება.
იგავნი 15:12
დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.
იგავნი 30:17
მამის დამცინავ და დედის მორჩილების მოძულე თვალებს ხევის ყორნები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
2 პეტრეს 3:3-7
პირველ რიგში, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. და იტყვიან: სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, მამები რომ მიიცვალნენ, ყველაფერი უცვლელად რჩება, როგორც დასაბამიდან იყო. ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ თავდაპირველად ცანი და დედამიწა შეიქმნა წყლისგან და წყლით ღვთის სიტყვის მეშვეობით; და, რომ მაშინდელი ქვეყნიერება წარღვნის წყლით მოისპო. ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის.
იგავნი 14:6
დამცინავი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერს კი უადვილდება ცოდნა.
იგავნი 14:9
ბრიყვნი იცინიან ცოდვაზე, წრფელთა შორის კი უფლის სიკეთეა.
იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
ეფესელთა 5:4
ასევე არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება,
იგავნი 19:29
აბუჩად ამგდებთათვის სასჯელია გამზადებული, რეგვენთა ზურგისთვის კი – ცემა.
იგავნი 3:33-34
უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა სამკვიდრებელს კი აკურთხებს. დამცინავთ დასცინის, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
იგავნი 20:1
ღვინო მასხრად აგიგდებს, მაგარი სასმელი შფოთს აგატეხინებს; ვინც მათ ეტანება უგუნურია.
იგავნი 21:24
ამაყი, ქედმაღალი და დამცინავია მისი სახელი, ვინც ამპარტავნულად მოქმედებს.
იგავნი 22:10
გააგდე დამცინავი და დავაც თან გაჰყვება, ჩხუბსაც და დავიდარაბასაც ბოლო მოეღება.
იგავნი 9:12
თუ დაბრძენდი, შენთვის დაბრძენდი და თუ მქირდავი ხარ, შენვე დაზარალდები.
გალატელთა 6:7
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.