დაჩქარება ბიბლიის მუხლები

იგავები 19:2
ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს – შესცოდავს.

ფსალმუნები 69:1
ღმერთო, იჩქარე ჩემს სახსნელად, უფალო, იჩქარე ჩემს დასახმარებლად.

იგავები 21:5
მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა – სიდუხჭირეს.

1 მეფეთა 21:8
უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არა გაქვს ხელთ შუბი ან მახვილი? რადგან სასწრაფო იყო მეფის ბრძანება და თან არ წამომიღია ჩემი მახვილი და საჭურველი”.

2 ნეშტთა 24:5
შეკრიბა მღვდელნი და ლევიანნი და უთხრა: „წადით იუდას ქალაქებში, მთელი ისრაელისგან ააგროვეთ ფული ღმერთის სახლის შესაკეთებლად წლიდან წლამდე და, აჰა, დააჩქარეთ ეს საქმე”. მაგრამ არ დააჩქარეს ლევიანებმა.

2 ნეშტთა 35:21
მოციქულები გაუგზავნა ნექომ, ამ სიტყვებით: „რა საქმე მაქვს შენთან, იუდას მეფევ? შენს წინააღმდეგ არ გამოვსულვარ დღეს, სხვა სახლს ვებრძვი და თვით ღმერთმა მიბრძანა რომ ვიჩქარო; შეჩერდი და ნუ შეეწინააღმდეგები ღმერთს, რომელიც ჩემთანაა, რომ არ გაგანადგუროს”.

ფსალმუნები 118:60
ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენი მცნებების დაცვას.

მათეს 28:7
ახლავე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ”.

ლუკას 10:4
არც ქისა წაიღოთ თან, არც აბგა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.

ლუკას 14:21
დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: სასწრაფოდ გადი ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში და გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები მომიყვანე.

დაბადება 19:22
იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.

გამოსვლა 12:11
ასე ჭამეთ – წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.

იგავები 25:8
ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?

ლუკა 15:20
ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.

დაბადება 18:7
ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.

იგავები 29:20
გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.

Close
Close