მალაქია 2:10
განა ყველას ერთი მამა არა გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? რატომ ღალატობთ ერთი-მეორეს და ბღალავთ ჩვენი მამების აღთქმას?
ეფესელთა 4:6
ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
რომაელთა 1:7
ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
1 კორინთელთა 1:3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
გალატელთა 1:4
რომელმაც ჩვენი ცოდვებისთვის მისცა თავი, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერებისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,
ეფესელთა 1:2
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
ფილიპელთა 4:20
ხოლო ჩვენს ღმერთს და მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
კოლასელთა 1:2
კოლოსეში მყოფ წმიდანებს და მორწმუნე ძმებს ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
1 თესალონიკელთა 1:3
განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.
1 თესალონიკელთა 3:11
თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ.
1 თესალონიკელთა 3:13
რათა განმტკიცდეს თქვენი გულები უბიწოდ სიწმიდეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას, მის ყველა წმიდანთან ერთად, ამინ!
2 თესალონიკელთა 1:1
პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში;
2 თესალონიკელთა 2:16
ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,
მათეს 6:9
თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
მათეს 5:16
ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
მათეს 5:45
რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
მათეს 5:48
მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
მათეს 6:1
„ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
მათეს 6:4
რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
მათეს 6:6
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
იოანეს 8:42
უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
გალატელთა 4:6
და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო!”
2 კორინთელთა 6:18
ვიქნები თქვენთვის მამა, და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი – ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი”.
მრკოზის 11:25
ხოლო, როცა ლოცულობთ, მიუტევეთ თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი ცოდვები.
მათეს 23:9
ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ქვეყანაზე, რადგან ერთი მამა გყავთ – ზეციერი.
ლუკას 6:36
იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
ლუკას 12:30
რადგან ყოველივე ამას ქვეყნიერების ხალხები ეძიებენ; თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ეს ყველაფერი.
ლუკას 12:32
ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ კეთილინება თქვენთვის ცათა სამეფოს მოცემა.
მათეს 18:14
ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
მათეს 23:9
ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ქვეყანაზე, რადგან ერთი მამა გყავთ – ზეციერი.