იოანეს 1:12-13
ხოლო რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც სწამს მისი სახელი, რომელნიც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ.
ეფესელთა 1:5
წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ,
რომაელთა 15:7
ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად.
კოლოსელთა 2:9-10
რადგან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე. და თქვენ გაქვთ სავსება მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
1 კორინთელთა 6:17
ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთ სულად იქნება უფალთან.
რომაელთა 6:6
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები.
დაბადება 1:27
და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.
იერემია 1:5
სანამ გამოგსახავდი დედაშენის მუცელში, მე გიცნობდი შენ, და სანამ გამოხვიდოდი დედის საშოდან, მე წმიდა-გყავ შენ და ხალხების წინასწარმეტყველად დაგადგინე.
1 კორინთელთა 12:27
თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები.
1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ.
გალატელთა 3:26-29
რადგან თქვენ ყველანი ღმერთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. რადგან, რაკი ყველანი მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეთი შეიმოსენით. აღარ არის არც იუდეველი და არც ბერძენი, აღარ არის არც მონა და არც თავისუფალი, არ არის მამრი, არც მდედრი, რადგან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, ხართ აბრაამის ნაშიერნი და მემკვიდრენი აღთქმით.
1 იოანეს 3:1-2
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღმერთის შვილები, და ვართ კიდეც. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი. საყვარელნო, ახლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამოჩენილა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა ის გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც ის არის.
კოლოსელთა 3:1-3
ამგვარად, თუ თქვენ აღმდგარი ხართ ქრისტესთან ერთად, ეძიეთ, რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ. იფიქრეთ იმაზე, არის რაც მაღლა, და არა მიწიერზე. რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში.