კოლასელთა 3:1
ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.
ეფესელთა 2:6
აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში,
კოლასელთა 2:12
მასთან ერთად დამარხულნი ნათლისღებაში – მასთანვე აღსდექით ღვთის მოქმედებისადმი რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.
კოლასელთა 2:13
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
ეფესელთა 5:14
ამიტომ ითქვა:„გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე”.
2 კორინთელთა 4:14
რადგან ვიცით, რომ ის, ვინც უფალი იესო აღადგინა, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად.
რომაელთა 8:11
და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
1 კორინთელთა 6:14
ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
რომაელთა 6:5
ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას.
1 თესალონიკელთა 4:14
ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.
დანიელი 12:13
შენ კი წადი შენი აღსასრულისკენ და მოისვენე! და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.
იოანეს 11:25
იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს!
რომაელთა 6:13
ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.
1 კორინთელთა 15:23
თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო – ქრისტე, ხოლო შემდეგ – ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
2 ტიმოთეს 2:11
სარწმუნოა სიტყვა – თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც!
იოანეს 11:24
მართამ უთხრა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”.
იოანეს 6:40
ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”.
იოანეს 6:44
არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
იოანეს 6:54
ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს კი საუკუნო სიცოცხლე აქვს; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
ლუკას 14:14
ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება”.
დანიელი 12:2
მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი – საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი – საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.
იოანეს 5:21
რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც – აცოცხლებს მას, ვინც სურს.
იოანეს 5:25
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან.
1 თესალონიკელთა 4:16
ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;
ფილიპელთა 3:11
რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
1 კორინთელთა 15:35
მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?
1 კორინთელთა 15:52
ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
ლუკას 20:36
რადგან მათ სიკვდილიც აღარ შეუძლიათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი.
იოანეს 5:29
კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი – განკითხვის აღდგომისთვის.