დაბადება 1:28
და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს”.
ფსალმუნები 126:3-5
აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
დაბადება 38:8-10
და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას თესლი.” მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა თესლი, და ამიტომ, როცა შედიოდა თავის ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა, რათა არ მიეცა თესლი თავისი ძმისათვის. და ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.
გამოსვლა 1:7
ხოლო ისრაელის ძეთ ინაყოფეირეს და გამრავლდნენ და გავრცელდნენ და გაძლიერდნენ მეტისმეტად, და აღივსო ის ქვეყანა მათით.
იობი 3:10
რადგან დედაჩემის საშოშივე არ ჩამიკეტა კარი, და არ დაფარა სალმობა ჩემს თვალთაგან.
იერემია 29:4-6
„ასე ეუბნება უფალი ცაბაოთ, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, რომლებიც მე გადავასახლე იერუსალიმიდან ბაბილონში: ‘აიშენეთ სახლები და დასახლდით, და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი, მოიყვანეთ ცოლები და შობეთ ძენი და ასულნი, და მოუყვანეთ თქვენს ძეთ ცოლები და თქვენი ასულნი გაათხოვეთ, და შობონ მათ ძენი და ასულნი და გამრავლდით იქ და არ შემცირდეთ.
ოსია 1:8
მოწყვიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი.